კომაროვის სკოლის გუნდმა კონკურსში ,,ლავუაზიეს წრე’’ - SEPTIMUS პირველი ადგილი მოიპოვა და 15 ათასი ლარიანი გრანტით (PT პრიზით) დაფინანსდა!

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი ქიმიასა და ბიოლოგიაში, სახელწოდებით ,,ლავუაზიეს წრე’’ - SEPTIMUS. 


ფინალურ ტურში გადავიდა 12 გუნდი. გამოვლინდა საპრიზო ადგილზე გასული ხუთი გუნდი, რომლის წევრებსაც გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები. კომაროვის სკოლის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა და 15 ათასი ლარიანი გრანტით (PT პრიზით) დაფინანსდა (თითოეულს 5000 ლარი ხვდა წილად).  


კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა დაინტერესებულიყო ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით. კომაროველთა სამკაციანმა ჯგუფმა (გიგლა შეყილაძე, აკაკი ჩუხუა და თემურ არუსტაშვილი) მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში და გახდა ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი. 


კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს. 


ზემოთ